среда, 22 октября 2008 г.

პროექტის სახელი: 20-ე საუკუნის ჭირი (საცდელი პროექტი)

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20-ე საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ.


3, პროექტის სრული აღწერა: . შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
ეს დაავადება ფართოდ გავრცელდა საქართველოშიც. 2007 წლის 28 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1454 შემთხვევა, 1105 – მამაკაცი, 349 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 616 პაციენტს. 306 გარდაიცვალა. მკურნალობას იტარებს 322 პაციენტი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
60.4 % - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია
32.5 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად
2.7 % - ჰომო-/ბისექსუალური კონტაქტით
2.2 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით
0.8 % - სისხლის რეციპიენტია
1.4 % - გადაცემის გზა დაუდგენელია
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (510 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოში (227, აქედან ზუგდიდი - 166), აჭარაში (219), იმერეთში (187), კახეთში (54), აფხაზეთში (54), ქვემო ქართლში (53), შიდა ქართლში (35), გურიაში (34), სამცხე-ჯავახეთში (26), ფოთში (27). სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები. ლტოლვილი – 130. გამოვლინდა უცხოეთის 42 მოქალაქე, მათგან 19 დაბრუნდა თავიანთ ქვეყანაში.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-16-17 წ / X-XI-XII კლ

ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1. ძირითადი ჯგუფების შედგენა და მასალის გადანაწილება
2. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მასალის შესწავლა
3. ძირითად ჯგუფებში დაბრუნება მიღებული ცოდნის გადაცემის მიზნით
4. კითხვა–პასუხი
5. ანალიზი
6. „ წერილი მეგობარს“ სიტუაციური ამოცანა


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას:
1. 1.მოსწავლეები აანალიზებენ დასმულ საკითხს და განსაზღვრავენ მის პრობლემას საზოგადოებაში
2. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირაბით გამოიმუშავებან და იცავენ საკუთარ პოზიციას, აფასებენ სხვის პოზიციასაც
3. თანამშრომლობენ თანატოლებთან და მოზრდილებთან საერთო ინტერესების განსახორციელებლად.


სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაციის მიტანა და პრობლემის გაანალიზება.
ბავშვების თვალით დანახული დღემდე გადაუჭრელი პრობლემა


სამუშაო ენა:
• ქართული
• ინგლისური
• რუსული



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
• ისტორია
• ქრთული
• გეოგრაფია
• უცხო ენა
• ქიმია
• ბიოლოგია
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანა გაჩეჩილაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: annagachechiladze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: